• Ƀ/$

ქართული ღვინო TOP ხუთეულში მოხვდა

11 იანვარი 14:06 | ანალიტიკა

საქართველომ 2018 წელს 86 მლნ ბოთლიანი ღვინის ექსპორტით 30 წლიანი რეკორდი მოხსნა. 20%-ით $203 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტისგან მიღებული შემოსავალიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლის ზრდამ ექსპორტის ზრდას გაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია 1 ბოთლის საექსპორტო ფასიც. უფრო კონკრეტულად 2018 წელს 1 ბოთლი (750 მლ) საექსპორტო ფასი 14 ცენტით $2.35-მდე გაძვირდა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ მთელმა მსოფლიომ აღიარა, ტერიტორიული სიმცირის გამო ღვნის წარმოება განსაკუთრებულ მასშტაბებს ვერ მიაღწევს, რის გამოც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები ხარისხის გაუმჯობესების რჩევას იძლევიან, რამაც თავის მხრივ გავლენა ფასზეც უნდა იქონიოს. დღეს ექსპორტის 64%-ზე მეტი რუსეთზე მოდის რაც არც თუ დაბალი რისკის შემცველია.


ქართული ღვინის ფასი მართალია ფრანგულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა აღემატება ისეთ ტრადიციული და ცნობილი ღვინის მწარბოებელი ქვეყნების ფასებს როგორებიცაა იტალია და პორტუგალია.  კვლევა ამერიკის ღვინის ასოციაციამ ჩაატარა. ამ მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტად ფრანგული ღვინო ფასობს 1 ლიტრის საშუალო ღირებულება $6.59-ს შეადგენს, მეორეზე $5.39-ით ახალი ზელანდიაა. საქართველო მეხუთე ადგილზეა. ფასი 1ლ - $3.49. კიდევ 2 პოსტ საბჭოთა სახელმწიფო მოლდოვა და უკრაინა კი ფასებით 67 და 92 ცენტი რეიტინგის ბოლოში მოექცნენ.



გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევა 2014-2016 წლების პერიოდს მოიცავს, რის შემდეგაც ქართული ღვინის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით რეიტინგში მდგომარეობა 1 პოზიციით გაიუმჯობესა. 


მსგავს თემაზე:

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა


ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა



სხვა სიახლეები