• Ƀ/$

კრიპტოვალუტები ისევ გაუფასურდა

11 იანვარი 16:05 | კრიპტოეკონომიკა

მცირე ზრდის შემდეგ, ციფრული ვალუტები ისევ გაუფასურდა. კაპიტალიზაცია $16 მლრდ-ით $122 მლრდ-მდე შემცირდა.

რიპლმა კაპიტალიზაციის რეიტინგში მეორე ადგილი დაიბრუნა, თუმცა მასსა და ეთერიუმს შორის განსხვავება მხოლოდ $550 მილიონია, რაც შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს.


ძირითადი კრიპტოვალუტები, ისეთები როგორიცაა: ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი, ლაითკოინი, ბიტკოინ ქეში, ეოსი, კარდანი, იოტა... ბოლო 24 საათში საშუალოდ 3-5 პროცენტით გაუფასურდა, ბოლო ერთ კვირაში კი 5-20 პროცენტის ფარგლებში.


რა მიმართულებით წავა ტენდენცია ზუსტი პასუხი არავის აქვს. ბოლო ერთ წელიწადში კრიპტობაზარმა ღირებულების 85% დაკარგა, თუმცა არ გამქრალა. მისი უდიდესი პოტენციალი ჯერჯერობით რეგულაციებით იზღუდება.



სხვა სიახლეები