• Ƀ/$

ოლიგარქების „ოაზისში“ რუსების ფულს მიადგნენ

11 იანვარი 16:22 | ფინანსები

კვიპროსის ბანკები რუსი ოლიგარქებისგან მათი თანხების წარმოშობის დოკუმენტურ დადასტურებას სთხოვენ. სააგენტო Bloomberg–ის ცნობით, ბოლო დროს უკვე ორი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.

სააგენტოს მონაცემებით, საუბარია იმ ბიზნესმენების ანგარიშებზე, რომლებსაც კუნძულის ბანკებში ფული 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქვთ ჩადებული. ასევე აღნიშნულია, რომ ბიზნესმენებმა წლების წინ მიღებული ფინანსური შემოსავლების წარმომავლობა ვერ დაასაბუთეს, რის გამოც ანგარიშების დახურვა მოუწიათ.


კვიპროსის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსების ანგარიშების მოცულობა კვიპროსის ბანკებში 2018 წლის ნოემბრისთვის 7,1 მლრდ ევრომდე დაეცა. აღნიშნული მაჩვენებელი პიკს 2012 წელს აღწევდა – მაშინ ასეთი აქტივების მოცულობა 21,5 მლრდ ევროს შეადგენდა.


კვიპროსი 2018 წელს აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რაც ვაშინგტონის რუსულ კაპიტალზე თავდასხმად აღიქმებოდა.


სხვა სიახლეები