• Ƀ/$

პლანეტის მოსახლეობა 2018 წელს 80 მლნ-ით გაიზარდა

13 იანვარი 01:13 | ანალიტიკა

პლანეტის მოსახლეობამ 2019 წლის 1 იანვრისთვის 7.67 მლრდ-ს მიაღწია. რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს 80 მლნ-ით აღემატება. საიდანაც თითქმის 20 მილიონი 2 სახელმწიფოზე: ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.

პირველ ადგილს ჯერ 1.420 მლრდ-იანი მაცხვოვრებლით ისევ ჩინეთი იკავებს. მისი მოსახლეობა გასულ წელს 0.35%-ით, 5 მლნ ადამიანით გაიზარდა. მეორე ადგილზე 1.369 მლნ-ით ინდოეთია, მისი მოსახლეობა ბოლო 1 წელიწადში 3-ჯერ უფრო დიდი ტემპით 1.08%-ით - 14.68 მლნ კაცით გაიზარდა. დინამიკის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში ინდოეთი პირველ ადგილზე გადასვლას უკვე 2024 წლისთვის შეძლებს. ამ ქვეყნის წლიური ბუნებრივი მატება საქართველოს მთელ მოსახლეობას 3.93-ჯერ აღემატება. ამასთან თუ ჩინეთის მოსახლეობის საშუალო წლოვანება 39 წელს აღწევს ინდოეთის მოსახლეობა მეზობელზე 11 წლით ახალგაზრდაა. ჩინეთსა და ინდოეთზე ჯამურად პლანეტის მოსახლეობის 36%-ზე მეტი მოდის.



მესამე ადგილს 329 მლნ-ით შეერთებული შტატები იკავებს. ამ ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს 0.71%-ით - 2.36 მლნ-ით გაიზარდა, საიდანაც 0.9 მლნ მიგრანტი იყო. ტრამპის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა პროცესს მხოლოდ ანელებს.


17 500 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი - ინდონეზია, წლებია მეოთხე პოზიციას მყარად იკავებს.  ინდონეზია ერთდროულად აზიასაც განეკუთვნება და ოკეანეთსაც. მოსახლეობის რაოდენობამ ამ ქვეყანაში 270 მლნ-ს მიაღწია.


2012 მლნ-ით ბრაზილია მეხუთე ადგილს იკავებს, რომელსაც 204 მლნ-ით პაკისტანი მოსდევს. ეს უკანასკნელი ხუთეულში 4-5 წელიწადში აღმოჩნდება.


გასულ წელს 200 მილიოანიანთ კლუბში ნიგერიამაც შეაბიჯა. რისთვისაც მოსახლეობის 2.6%-იანი  ზრდა დასჭირდა. გასული წლის იანვარში ამ სახელმწიფოში 5 მილიონით ნაკლები კაცი ცხოვრობდა.


საქართველოზე ტერიტორიით მხოლოდ 2-ჯერ დიდ ბანგლადეშში 45-ჯერ მეტი 168 მლნ ადამიანი ცხოვრობს. სიმჭიდროვე ამ ქვეყანაში 1291 კაცი კვადრატულ კილომეტრზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ როგორებიც არიან: სინგაპური, მაკაუ, ჰონკონგი, მონაკო...  აღსანიშნავია, რომ ბანგლადეში პაკისტანს 1971 წელს გამოეყო, რომ არა ეს გაყოფა ახლა პაკისტანი 372 მლნ-იანი მოსახლეობით მესამე ადგილზე იქნებოდა. უფრო მეტიც 1947 წელს თავად პაკისტანიც გამოეყო ინდოეთს. ალტერნატიული ისტორიის შემთხვევაში 1.741 მლრდ-იანი იდოეთი დღეს პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო.



144 მლნ-იანი მოსახლეობით რუსეთმა მეცხრე პოზიცია შეინარჩუნა. ის ერთადერთი სახელმწიფოა ათეულიდან რომლის მოსახლეობა, მართალია უმნიშვნელოდ - 0.05%-ით მაგრამ მაინც შემცირდა.


ათეულს 132 მლნ-იანი მოსახლეობით მექსიკა ასრულებს. 100 მილიონზე მეტი ადამიანი კიდევ 4 სახელმწიფოში: იაპონიაში, ეთიოპიაში, ფილიპინებსა და ეგვიპტეში ცხოვრობს, ვიეტნამს 100 მლნ-იანი ზღვართან 2.5 მილიონი აშორებს.


საერთო ჯამში 10 ყველაზე მრავალრიცხოვან სახელმწიფოში დედამიწის მოსახლეობის 57.7% ცხოვრობს, მათგან ეკონომიკურად განვითარებული მხოლოდ შეერთებული შტატებია. ჩინეთი მართალია ჯამური ეკონომიკით მეორე ადგილზეა, PPP დათვლებით უკვე მეხუთე წელია პირველზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მხრივაც კი მხოლოდ $16 800-ით შტატებს 3.5-ჯერ ჩამორჩება.


გასულ წელს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ინდოეთში გაიზარდა +14.68 მლნ, შემცირებით კი ყველაზე მეტად 330 ათასით იაპონიაში შემცირდა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს ბაჰრეინში 4.52%-იანი მატება აღინიშნა, ლატვიაში კი 0.98%-იანი კლებადაფიქსირდა. იმავე წელს ინდოეთი 500 ათასმა ადამიანმ დატოვა, აშშ-ში კი 900 000 ჩავიდა. შობადობის კოეფიციენტის მიხედვით პირველი ადგილი 7.2 ნიგერმა დაიკავა, 1.2-ით ბოლო ადგილზე მოლდოვა გავიდა. მოსახლეობა ყველაზე ახალგაზრდა ნიგერშია, საშუალო ასაკი -15 წელი, ყველაზე მხცოვანი კი იაპონიაში, საშუალო ასაკი 48 წელი. ბურუნდიზე მოსახლეობის მხოლდ 14% ცხოვრობს ქალაქებში, ისლანდიაში - 98%.


მსგავს თემაზე:

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი II ტექნოლოგიური სიახლეები)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი III ეკონომიკა)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი IV გლობალური პოლიტიკა)



სხვა სიახლეები