• Ƀ/$

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა

13 იანვარი 16:35 | ეკონომიკა

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ირგვლივ კონფლიქტის ფარგლებში გერმანიაში აშშ–ის ელჩი რიჩარდ გრენელი ამ პროექტში მონაწილე გერმანულ კომპანიებზე ზეწოლას აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გრენელი გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა, მან ამჯერად მთელ რიგ გერმანულ ფირმებს მუქარის შემცველი წერილები ელექტრონული ფოსტით დაუგზავნა. ამის შესახებ გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Bild am Sonntag (BamS) კვირას, 13 იანვარს წერს.


„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფირმებს, რომლებიც ენერგიის ექსპორტის რუსულ სექტორში მუშაობენ, სანქციების რისკის წინაშე დგებიან. საბოლოო ჯამში, ფირმები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადის“ მშენებლობას უწყობენ ხელს, აქტიურად არყევენ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას“, – ციტირებს BamS ელჩ გრენელს. აშშ–ის ელჩის თქმით, ევროპა, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახლრციელებს, რუსეთზე დამოკიდებული გახდება.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა, რომელიც რუსეთს გერმანიას პირდაპირ აკავშირებს, დიდი ხანია დაიწყო. თუმცა, უკრაინა, აშშ და რიგი სხვა ქვეყნებისა ცდილობენ, ხელი შეუშალონ პროექტის რეალიზაციას და მიზეზად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ასახელებენ. აღნშნული პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის დაკარგვის რისკის წინაშე დგება.


გერმანიის საგარეო უწყების ნეგატიური რეაქცია


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ–ის ელჩი გააკრიტიგა და ის დიპლომატიური წესების დარღვევაში დაადანაშაულა.


თავის მხრით, გრენელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ელჩის წერილი მუქარად კი არა, არამედ „ამერიკის პოლიტიკის მკაფიო გზავნილად“ უნდა აღიქვან.


მსგავს თემაზე:

ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ შესაძლოა ამერიკულ სანქციებს დაექვემდებაროს


,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - საფრთხე რუსეთის მხრიდან


ბერლინი პროექტიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიის გასვლის წინააღმდეგია


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბუნდოვანი ბიუჯეტი


ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებას დაუჭირა მხარი


ბერლინმა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გამო მეზობლების წინაშე წარმოქმნილი საფრთხეები უნდა გაითვალისწინოს



სხვა სიახლეები