• Ƀ/$

SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს

15 იანვარი 10:00 | ტექნოლოგიები

SAMSUNG სმარტფონების ბაზარზე #1 თუმცა მას პრემიუმ სეგმენტში IPHONE-თან, ბიუჯეტურ სექტორში კი ჩინურ მოდელებთან ურთულესი ბრძოლა უხდება. რის გამოც მან გაყიდვაში ახალი M სერიის ხაზი ჩაუშვა. 

M სერია ძირითადად ინდური ბაზრისთვის იქნება გათვლილი. მან ჩინურ Xiaomi-ს ხარისხის გარდა აქტიური კონკურენცია ფაშიც უნდა გაუწიოს. სმარტფონების გაყიდვა 28 იანვრიდან დაიწყება.


საწყის ეტაპზე ტელეფონის 3 ვერსია გამოვა M10, M20 და M30. მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მათ თითის ანაბეჭდის სენსორი და ორმაგი კამერა ექნებათ. არც ერთი მათგანი თანამედროვე სმარტფონებში სიახლეს აღარ წამოადგენს, მაგრამ 500-700 დოლარის მაგივრად მათი ფასი 140-280 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.


SAMSUNG 1938 წელს კორეაში ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა როდესაც ის იაპონიის კოლონია იყო. დღეისთვის სამსუნგი ლიდერია სმარტფონებისა და ტელევიზორების ბაზარზე. ოროვე შემთხვევაში კომპანიის წილი 20%-ს აღემატება. გასული წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიამ 221 მილიონი სმარტფონის რეალიზაცია მოახდინა. 


SAMSUNG-ისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 20 თებერვალს მოხდება როდესაც აუდიტორია ფლაგმანურ მოდელს GALAXY S10-ს იხილავს.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა



სხვა სიახლეები