• Ƀ/$

ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 300%-ით იზრდება

15 იანვარი 11:16, 2019 წელი | ეკონომიკა

ვენესეუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ახალი ბრძანებულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმალური ხელფასის მოცულობა 300%-ით $7-მდე იზრდება. 

გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს. მადუროს მეორე სურვილის ახდენას კი 6 წელი დასჭირდება. გეგმის მიხედვით ნავთობის მოპოვებამ 2025 წლისთვის დღიურად 5 მლნ ბარელს უნდა მიაღწიოს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.


რამდენად შესაძლებელია ნავთობის მოპოვების 2-ჯერ გაზრდა რთული სათქმელია, თუმცა ხელფასების 300%-იანი ზრდა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დაანგარიშება ადგილობრივ ვალუტაში - ბოლივარებში ხდება, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება. აგვისტოს დენომინაციის მიუხედავად, როდესაც ვენესუელურ ვალუტას 5 ნული ჩამოსცილდა გაზრდილი ხელფასი უკვე 18 000 ბოლივარს მიაღწევს, რაც მხოლოდ 1 კილოგრამი ხორცის საყიდლადაა საკმარისი.


2018 წელს ინფლაციის განაკვეთმა ვენესულაში 1 700 000%-ს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში



სხვა სიახლეები