• Ƀ/$

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორად გიორგი ბარკალაია დაინიშნა

15 იანვარი 15:34 | კომპანიები

კონსორციუმის ინფორმაციით, გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ტელეკომპანია „იმედი“, „საქართველოს ეროვული ლატარეა“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, ვისოლ პეტროლიუმი“ და სხვა. 

„ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიიღო“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტში გიგანტური ამწეები დამონტაჟდება


არის თუ არა ანაკლიის პორტი „თიბისის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის რეალური მიზეზი



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი