• Ƀ/$

„გაზპრომმა“ უკრაინასთან და ევროკავშირთან კონსულტაციები ჩაშალა

15 იანვარი 17:09 | ეკონომიკა

რუსულმა გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ უკრაინასთან და ევროკავშირთან გაზის ტრანზიტის საკითხზე სამმხრივი კონსულტაციები ჩაშალა. ეს შეხვედრა 21 იანვარს დაგეგმილი ძირითადი საკონსულტაციო სამიტის წინამორბედი უნდა ყოფილიყო.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში ელენა ზერკალი ფეისბუქზე წერს.


„მარტივი ლოგიკაა – არავის მიაქციო ყურადღება, აშენო „ჩრდილოეთის ნაკადი2“ ისე, რომ არ დაელოდო საბოლოო ნებართვებს, მოახდინო საკუთარი პარტნიორების იგნორირება“, – დაწერა მინისტრის მოადგილემ.


ზერკალის თქმით, „არ შეიძლება „გაზპრომისთვის“ გამონაკლისების დაშვება და მის ყველა პროექტზე, განსაკუთრებით „ჩრდილოეთის ნაკადი2“–ზე უნდა გავრცელდეს ევროკავშირის ნორმები, რასაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს“.


„ძალზე საყურადღებოდა, რომ სწორედ დღეს განიხილება ევროკავშირის საბჭოში გაერთიანების დირექტივები გაზის საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიპლომატმა.


სამმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი 2018 წლის 17 ივლისს გაიმართა. მოგვიანებით, მომდევნო რაუნდი, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო, „გაზპრომმა“ ჩაშალა.


მსგავს თემაზე:

უკრაინის ნაფტოგაზმა „გაზპრომის“ წინააღმდეგ არბიტრაჟში $11,6 მლრდ-იანი სარჩელი შეიტანა


ლიეტუვამ „გაზპრომის“ შემაკავებელი გზა გამონახა


„გაზპრომმა“ სომხეთს გაზზე ახალი ტარიფი დაუწესა



სხვა სიახლეები