• Ƀ/$

SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა

19 იანვარი 12:00 | ტექნოლოგიები

SAMSUNG განსხვავებით LG-სგან და SONY-სგან, OLED ტელევიზორების წარმოებაზე ჯიუტად უარს ამბობს არსებული QLED  ეკრანების ალტერნატივად კი MicroLED ტექნოლოგიას მოისაზრებს.

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე, (CES) რომელიც როგორც წესი იანვარში ლას-ვეგასში იმართება ხოლმე, SAMSUNG-მა პირველი Microled ტელევიზორი გასულ წელს წარადგინა. მისი ეკრანი უჩვეულოდ დიდი 146 ინჩი (370 სმ) დიაგონალის იყო, სადაც ადამიანი ნატურალური ზომით ჩანდა. 1 წლის შემდეგ იმავე გამოფენაზე სამსუნგმა მიკროლედ ტელევიზორი ისევ წარადგინა, ოღონდ ამჯერად დიაგონალმა სიგრძეში ნახევარი დაკარგა. 75 ინჩიანი ტელევიზორი მართალია წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად შთამბეჭდავია, მაგრამ სტანდარტული ზომა მასიურ წარმოებაში ჩაშვების შანსს აჩენს, რის გარეშეც კომერციული მიზნები ვერ მიიღწევა.



MICROLED ეკრანი მართალია ტექნოლოგურად OLED ეკრანისგან განსხვავდება, მაგრამ გარეგნული მსგავსება საკმაოდ დიდია. ძალიან მაღალი კაშკაშა გამოსახულება, რაც ზედაპირზე არსებული თითოეული პიქსელის ნათებით მიიღება, იგივე მიზეზით შავი ფერი ბევრად უფრო მკვეთრი და კონტრასტულია ვიდრე სხვა ნებისმიერ ტელევიზორში. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე ენერგოეფექტურობაა. მიკროლედი, ოლედისგან გასნხვავებით ორგანულ ნაერთებს არ შეიცავს, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ბევრად უფრო ხანგძლივს ხდის. (ოლედის რესურსი 17-20 ათასი საათია).


ახალი ტელევიზორის ფასი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ტექნოლოგიური სირთულიდან და ხარისხიდან გამომდინარე ის დაბალი არ უნდა იყოს.


SAMSUNG უარს არც გიგანტურ ეკრანებზე ამბობს, დაანონსებულია 219 ინჩიანი (552 სმ) $100 000-იანი ეკრანის წარდგენაც, რომელიც ექსკლუზიურად ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, შესაძლებელია კინოეკრანის ალტერნატივაზე დაფიქრებაც. 2.70 მეტრის სიმაღლისა და 4.80 მეტრის სიგრძის მაღალი კონტრასტულობისა და სიკაშკაშის ეკრანზე 4K გარჩევადობის ფილმის ყურება, შესაძლოა ახალი სიტყვა იყოს კონოგაქირავების ინდუსტრიაში.  


მსგავს თემაზე:

8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს



სხვა სიახლეები