• Ƀ/$

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო შესაძლოა გუადიომ ჩაანაცვლოს

16 იანვარი 11:06, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯეირ ბოლსონარომ ვენესუელის ლეგიტუმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუარდიო გამოაცხადა, რის პასუხადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მას „თანამედროვე ჰიტლერი“ უწოდა. 

ბრაზილია ერთადერთი სახელმწიფო არაა კონტინენტზე ვისთანაც მადურომ საერთო ენა ვერ გამონახა. მადუროს კრიტიკას არ იშურებენ კანადისა და აშშ-ის პირველი პირებიც, უფრო მეტიც მის ლეგიტიმურობას თავად ვენესუელას პარლამენტიც ეჭვქვეშ აყენებს და მის ჩამოცილებას სამხედრო ძალითაც დასაშვებად მიიჩნევს.


მადურო ყველაზე მეტად მიუღებელი მაინც თეთრი სახლისთვის რჩება, რომელიც კარაკასს სანქციებს პერიოდულად უფართოებს. ვაშინგტონში მადუროს შემცვლელზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ.


არჩევნები ვენესუელაში ოპოზიციის ბოიკოტირების ფონზე ფორმალურად მაისში გაიმართა, თუმცა ინაუგურაციამ იანვრამდე დააგვიანა. ინაუგურაცას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტების ესწრებოდნენ. 


გასულ წელს ინფლაციის განაკვეთმა ვენესუელაში 1.7 მლნ პროცენტს მიაღწია, ოპოზიციური მიტინგების დახვრეტას კი 100-ზემეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  


მსგავს თემაზე:

1 700 000%-იანი ინფლაცია - ვენესუელა საკუთარ რეკორდს ხსნის


ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 300%-ით იზრდება



სხვა სიახლეები