• Ƀ/$

აზიურ ფაროსანაზე შეწამლულ ბაღებში თხილის 84% გადარჩა, შუწამლავში 8%

16 იანვარი 14:07, 2019 წელი | ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის შედეგები შეაჯამეს.

2018 წელს, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთა ჯგუფმა დასავლეთ საქართველოში თხილნარებისა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთების ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეისწავლა. სპეციალისტებმა ფერმერთა ნაკვეთებიდან მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული.  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლულ ბაღებში თხილის მოსავლის 84% საღია, თვითნებურად შეწამლულ ბაღებში - 22%, შეუწამლავ ბაღებში კი მხოლოდ 8%-ია საღი.


2018 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებებსა და თხილის ბაღების მავნებელი დაავადებებისგან დაცვის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა  48 ტრენინგი  და 22 საველე დღე ჩაატარეს.


შეხვედრაზე 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც გამახვილდა ყურადღება. დაგეგმილი პროექტები  აზიური ფაროსანას ბიოაგენტის ძიებას, ბიოპრეპარატების გამოცდას და თხილის ბაღების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებს.


მსგავს თემაზე:

აფხაზეთში პარაზიტებმა მანდარინის და თხილის მოსავალი გაანადგურეს


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა



სხვა სიახლეები