• Ƀ/$

სებმა ბრუნვიდან $15 მლნ ამოიღო

16 იანვარი 16:57 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 16 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

16 იანვრის ოფიციალური კურსი 2.6644-ს შეადგენდა. ეროვნულმა ბანკმა ინერვენციები 4 და 9 იანვარსაც განახორციელა, რა დროსაც ჯამსი $25 მლნ ამოიღო ბრუნვიდან. სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2018 წლის დეკემბრის ბოლოსთვის $3.29 მლრდ-ს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. 


სხვა სიახლეები