შენჯენი უკვე გახდა პირველი ქალაქი სადაც ყველა ავტობუსი ელექტროა. ჯერი ტაქსებზეა, რომელთა 2/3 ასევე ელექტრომობილია, 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 100%-ს გაუტოლდება. ქალაქში 510 ელექტროდასამუხტი სადგურია 8000 დამტენით. ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად სუბსიდიებს არ იშურებს.
მსოფლიო წლიურად 36 მლრდ ტონა CO-ს გამოყოფს, საიდანაც 10.6 მლრდ ჩინეთზე მოდის, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. ყველაზე დიდი დამაბნიძურებელი სახელმწიფო მწვანე ენერგიაში ყველაზე დიდ ინვესტირებას ახდენს. 2018 წელს 2 მლნ გაყიდული ელექტრომობილიდან 1 მლნ-ზე მეტი ჩინეთზე მოდიოდა, 2019 წელს მისი 2.5 მლნ-მდე გაზრდაა ნავარაუდევი. ჩინეთი პირველია ელექტროავტობუსების რაოდენობის მხრივაც.
რაც შეეხება საკუთრივ შენჯენს მისი ისტორია პრაქტიკულად 40 წლის წინ, მაოს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მეთევზეთა დასახლება მეგაპოლისად იქცა, ქოხმახები ცათამბჯენებმა ჩაანაცვლა. დღეს შენჯენს ჩინურ სილიკონის ველსაც უწოდებენ სადაც მსოფლიოში არსებული სმარტფონებისა და ლეპტობების ნახევარზე მეტი იწარმოება. დენ სიაო პინის თაოსნობით სოციალიზმი პირველად სწორედ ამ ქალაში უარყვეს, გადასახადები უკიდურესად დასწიეს, რის შედეგადაც წლიური 40%-იანი ეკონომიკური ზრდა მიიღეს.
მსგავს თემაზე:
ნორვეგია მომავლის ქალაქს აშენებს
ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა