• Ƀ/$

ბრიტანეთის პრემიერმა პოსტი შეინარჩუნა

17 იანვარი 12:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტის შენარჩუნება შეძლო. ქვეყნის პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. 

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის წინააღმდეგ 325-მა დეპუტატმა მისცა ხმა.


ტერეზა მეიმ 21 იანვარს ბრექსიტის ახალი გეგმა უნდა წარადგინოს.


კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს კოლეგებთან უკვე აწარმოებს და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალ შეთანხმებას პარლამენტს ორშაბათს წარუდგენს.


ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა, ამომრჩეველთა 51.9%-მა ხმა გაერთიანების დატოვებას მისცა, რის შემდეგადაც პრემიერი დევი კემერონი გადადგა და პოსტი ტერეზა მეიმ ჩაიბარა. ბრექსიტი ოფიციალურად მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დასრულდეს, საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.  


მსგავს თემაზე:

ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს


Brexit-მა შესაძლოა, საკვები 10%-ით გააძვიროს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი