• Ƀ/$

სებმა ბრუნვიდან $15 მლნ ამოიღო

18 იანვარი 16:24 | ფინანსები

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

18 იანვრის ოფიციალური კურსი 2.6634-ს შეადგენდა. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები 4, 9 და 16 იანვარსაც განახორციელა, რა დროსაც ჯამსი $40 მლნ ამოიღო ბრუნვიდან. სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2018 წლის დეკემბრის ბოლოსთვის $3.29 მლრდ-ს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.


სხვა სიახლეები