• Ƀ/$

კავკასიაში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო 19 იანვარს გაიხსნა

19 იანვარი 19:35 | ეკონომიკა

კობი-გუდაური 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა 19 იანვარს გაიხსნა, ის 111 გონდოლას, 6 სადგურსა და 3 საბაგირო ხაზს აერთიანებს. საბაგირო საათში 2800 მგზავრს მოემსახურება,რომელსაც სატრანსპორტო დატვირთვაც ექნება.  

სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.


პროექტი ბიუჯეტიდან 81 მლნ ლარით დაფინანსდა. დღეიდან ის კავკასიაში და მთლიანად რეგიონში ყველაზე გრძელი საბაგირო გზაა. მისი მეშვეობით სტეფანწმიდიდან გუდაურამდე დასაფარი გზის ხანგძლივობა 15 წუთამდე მცირდება. 


საბაგირო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა "ბოლო 6 წლის განმავლობაში გუდაურში ტურისტების რაოდენობა 500 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს მსოფლიოში საუკეთესო. გუდაური წლევანდელ სეზონს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. მისი რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას. შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს. 


იმავე მონაკვეთზე ჯვრის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილია 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელმაც ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების დრო 3-ჯერ 1 საათიდან 20 წუთამდე უნდა შეამციროს.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი