• Ƀ/$

მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.8%-ით გაიზარდა

21 იანვარი 12:29 | ფინანსები

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. 

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8 პროცენტი), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1 პროცენტი). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3 პროცენტი);


ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.


მსგავს თემაზე:

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $12.4 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები