• Ƀ/$

ბაკურიანსა და გუდაურში განაშენიანება გენგეგმის მიხედვით განხორციელდება

21 იანვარი 14:58 | ეკონომიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ქაოტური განაშენიანებაა. 

„პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმები როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში. ეს დაგვეხმარება, რომ სასტუმროების თუ სხვა კერძო ობიექტების შემდგომი მშენებლობები მხოლოდ გენგეგმის შესაბამისად მოხდება " - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


„კვლევაზე დაყრდნობით, გადავწყვეტთ გარკვეულ უბნებში მოხდება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა თუ შეიცვლება მოძრაობის სქემა. ამასთან, ბაკურიანში დაგეგმილია რამდენიმე პარკინგის მშენებლობა. ასეთივე გეგმა გვაქვს გუდაურსა და კობშიც, სადაც გუშინ გავხსენით ახალი საბაგირო გზა. ბაკურიანთან მიმართებაში კიდევ უფრო აქტიური გეგმები გაქვს, რადგან 2023 წელს იგეგმება ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. საორგანიზაციო ჯგუფმა, ექსპერტებმა რამდენჯერმე დაათვალიერეს ბაკურიანი. კურორტის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უკვე მიმდინარეობს და წელსაც ვიწყებთ რამდენიმე საინტერესო პროექტს, თუმცა როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში ინფრასტრუქტურის სრულად გამართვას რამდენიმე წელი დასჭირდება“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


მსგავს თემაზე:

ბაკურიანის შემოვლითი გზა 2019 წელს გაიხსნება


გუდაური 24 საათიანი წყლით იქნება უზრუნველყოფილი


გუდაურში ტურისტების გაუკვალავ თოვლამდე ვერტმფრენით გადაყვანას ავსტრიულ-გერმანული კომპანია უზრუნველყოფს


კავკასიაში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო 19 იანვარს გაიხსნა



სხვა სიახლეები