• Ƀ/$

ღვინის აქციზი ირლანდიაში 1 ბოთლზე 5.65 ევროა, საფრანგეთში 112-ჯერ ნაკლები

22 იანვარი 11:52 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აქციზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადასახადია, რომლის განაკვეთიც სხვადსხვა ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებულია. 

აქციზით როგორც წესი ისეთი პროდუქცია იბეგრება რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს: თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ნავთობი... გადასახადის გაცხადებული მიზანი საბიუჯეტო შემოსავლებთან ერთად მსგავსი პროდუქციის მოხმარების შემცირებაცაა.


ევროკავშირის ქვეყნებიდან ღვინოზე აქციზის გადასახადი ყველაზე მაღალი ირლანდიაშია. 100 ლიტრზე - €424, რაც სტანდარტულ 0.75 ლიტრიანი ბოთლისთვის  €5.65-ს 17.11 ლარს უდრის.


მეოერე ადგილზე ფინეთია, სადაც 100 ლიტრი ღვინო €383-თი იბეგრება - €5.11, ხოლო მესამეზე ბრიტანეთი €326. 1 ბოთლზე დაანგარიშებით აქციზი 1 ევროზე მაღალია ასევე შვედეთში, ლიტვაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და ნიდერლანდებში.


აქციზი თითქმის ნულოვანია ღვინის ისეთ ტრდაციულ ქვეყანაში როგორიცაა საფრანგეთი, სადაც განაკვეთი ბოთლზე 5 ევროცენტს არ აღემატება. იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროკავშირის კიდევ 11 სახელმწიფოში ღვინო აქციზით არ იბეგრება.



საქართველოში ღვინო ერთადერთი გამონაკლისია ალკოჰოლური სასმელებიდან რომელიც აქციზით არ იბეგრება.


მსგავს თემაზე:

ღვინის ექსპორტმა 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა


ქართული ღვინო TOP ხუთეულში მოხვდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი