• Ƀ/$

სოფლის მეურნეობას საქართველოში FAO €2 მლნ-ით დააფინანსებს

22 იანვარი 16:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ახალი €2 მლნ-იანი პროექტის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს. 

პროექტი საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული. ის გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.


როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.


„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO-ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და ქვეყნის მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.


მსგავს თემაზე:

ბერლინის მწვანე კვირეულის ფორუმზე ციფრული სოფლის მეურნეობისა და შიმშილობის დაძლევის გზები განიხილეს



სხვა სიახლეები