• Ƀ/$

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით გერმანია აშშ–ის შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს

22 იანვარი 18:03 | ეკონომიკა

გერმანია მზად იქნება აშშ–დან გაზის იმპორტის მოცულობის გასაზრდელად. გამოცემის Handelsblatt ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა.

„გერმანულ–რუსული გაზსადენის Nord Stream 2 საკითხში ალტმაიერს აშშ–ის შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა სურს. ალტმაიერის თქმით, მისი ქვეყანა გერმანიაში მიწოდების უსაფრთხოების საკითხებზე დებატებითაა დაინტერესებული. იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი გაზის საკითხში რუსეთი საიმედო პარტნიორი იყო, გათხევადებული ბუნებრივი გაზი ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ, მით უმეტეს, რომ მასზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ გერმანელმა მინისტრმა გათხევადებული ბუნებრივი გაზის საკითხებში ამერიკელი ექსპერტები მოლაპარაკებებზე მიიწვია, რომელიც თებერვალში გაიმართება“, – ნათქვამია გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.


აშშ–ის ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა რამდენიმე დღის წინ, რუსული გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე გერმანულ კომპანიებს გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა, რომ ისინი ამერიკული სანცქიების ქვეშ მოხვედრას რისკავენ.


„მე ამას მოვაგვარებ, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. – შეიძლება თუ არა გერმანიაში ინვესტიციების ნდობა, ესაა საკითხი“.


$11 მლრდ–ის ღირებულების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული სახელმწიფო გიგანტის „გაზპრომისა“ და ხუთი ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივი პროექტია.


გეგმის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელმაც წელიწადში 55 მლრდ კბ/მ გაზი უნდა გადატუმბოს რუსეთიდან გერმანიაში, 2019 წლის ბოლოს უნდა გაეშვას ექსპლუატაციაში.


მსგავს თემაზე:

აშშ "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს" სანქციებს უწესებს


ბერლინმა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გამო მეზობლების წინაშე წარმოქმნილი საფრთხეები უნდა გაითვალისწინოს


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა



სხვა სიახლეები