• Ƀ/$

უკიდურეს სიღარიბეში მცოვრებთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

26 იანვარი 11:00 | ანალიტიკა

კარგი ამბები ნაკლებსკანდალურია და როგორც წესი ძნელად ვრცელდება. 2018 წელს უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელთა პროცენტულმა წილმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და ამ ფაქტს სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

უკანსკნელი 30 წლის განმავლობაში სიღატაკეს თავი მილიარდმა ადამიანმა დააღწია და მისი ნიშნული პირველად ერთნისნა პროცენტულ მაჩვენებელზე ჩამოვიდა. 750 მლნ-ზე მეტი ადამიანი ამჟამადაც დღიურად $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარს, მაგრამ მათი რიცხვი 1990 წლისათვის პლანეტის მოსახლეობის 1/3-ს აღწევდა. (ორივე შემთხვევაში შემოსავლები დათვლილია PPP მეთოდით 2011 წლის მუდმივ ფასებში). საერთო სურათის ფორმირებაში ჩინეთს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. თუ მსოფლიოში 2010 წლის მუდმივ ფასებში გამოხატული შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 1990-2017 წლებში 48%-ით $7170-დან $10635-მდე გაიზარდა, ჩინეთში იმავე პერიოდში 900%-იანი ზრდა დაფიქსირდა $730-დან $7300-მდე. შედარებით მოკრძალებულ, მაგრამ მაინც შთამბეჭდავ 300%-იან ზრდას დასჯერდა ინდოეთი სადაც საშუალო შემოსავალი 4-ჯერ $2000-მდე გაიზარდა. 1994-2017 წლებში შემოსავლების 330%-იანი ზრდა საქართველოშიც დაფიქსირდა, რა დროსაც შემოსავალი 1 სულზე $960-დან $4300-მდე გაიზარდა. 



გლობალურ სიღარიბეზე საუბრისას პრობლემად აფრიკის რეგიონი რჩება. აზია სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ, პროგრესი ლათინოამერიკაშიც შეინიშნება, თუმცა აფრიკაში რაიმე თვალშისაცემი წინსვლა არ მომხდარა. 1990-2015 წლებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ აფრიკელთა რიცხვი პირიქით 278 მლნ-დან 413 მლნ-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს მოხდა მოსახლეობის რაოდენოის და არა პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ხარჯზე. 2030 წლისთვის ნავარაუდევია, რომ ყოველი 10 უკიდურესად გაწირვებულიდან 9 სუბსაჰარულ აფრიკაში იცხოვრებს.



გლობალური სიღარიბის შემცირება არ ნიშნავს რომ ყველას მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარდა იმისა, რომ 750 მლნ ადამიანი კვლავ სიღატაკეში რჩება, მდგომარეობა ბოლო 5 წელიწადში ვენესუელასა და სირიაში მკვეთრად გაუარესდა. პრბლემები გაიზარდა ეგვიპტესა და ლიბიაშიც. თუმცა იგივე ხდება ცალკე აღებულ 1 სახელმწიფოშიც, სწრაფი ეკონომიკური წინსვლის პერიოდშიც კი მოიძებნებიან ადამიანები რომელთა მდგომარეობა უარესდება, მაგრამ დროის გრძელვადიან მონაკვეთში სარგებელს ეს ადამიანებიც ნახულობენ. 2 საუკუნის წინ პირველი ინდუსტრიული რევულუციის გარიჟრაჟზე უკუდურეს სიღარიბეში პლანეტის მოსახლეობის 95% ცხოვრობდა, უფრო მეტიც მათი ნაწილი იმდროინდელი კანონებით მთელ სიცოცხლეს მონობაში ან ყმობაში ატარებდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. უახლოესი მომავალი სიღატაკის სრულ აღმოფხვრას არა, მაგრამ მისი კიდევ უფრო შემცირების პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. 


ეკონომისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ სენტიმენტალური სტატისტიკის მოყვანა, რომლის მიხედვითაც პლანეტის უმდიდრეს 20 ან 27 ადამიანს უფრრო მეტი ქონება აქვს ვიდრე პლანეტის დარჩენილი მოსახლეობის ნახევარს არაფრის მომცემია და უსამართლოცაა ბილ გეიტსს გარდა იმისა, რომ პირადად აქვს დახარჯული აფრიკაში $30 მლრდ-ზე მეტი რამაც მილიონობით ბაშვის სიცოცხლე იხსნა, Microsoft, Google და სხვა გიგანტები ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, ცოდნის მიღებისა და კომუნიკაციის დამყარების საშუალებას რომლისგან სარგებელს ღარიბებიც ნახულობენ და ზოგ შემთხვევაში თავსაც აღწევენ ამ სიღარიბეს, არც ჯებ ბეზოსს, არც ბილ გეითსს, არც ცუკერბეგრს და არც ილონ მასკს სიმდიდრე აფრიკელთა და ინდოელთა ძარცვით არ დაუგროვებიათ, მათ დედამიწაზე დამატებითი დოვლათი შექმნეს რომელიც ადრე არ არსებობდა და რამაც სიღარბის დონის შემცირებაში არც თუ ისე მცირე წვლილი შეიტანა.



მსგავს თემაზე:

უკიდურეს სიღარიბეს დღე-ღამეში თავს 130 000 ადამიანი აღწევს


ინდოეთში ქალების ეკონომიკური აქტივობის ზრდა სიღარიბეს ამცირებს


ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე დაასახელა



სხვა სიახლეები