• Ƀ/$

ბრიტანეთში „მკვეთრი ბრექსიტის“ შემთხვევისთვის სურსათის მარაგების ონლაინ მაღაზია შეიქმნა

23 იანვარი 13:11 | კომპანიები

ბრიტანეთში ონლაინ შესყიდვების სერვისი შექმნეს, რომლის დახმარებით გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა „მკვეთრი ბრექსიტის“ გადასატანად აუცილებელი მოხმარების სურსათის შეძენას შეძლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.


საიტის brexitprepping.com მომხმარებლები თავად შეარჩევენ „ბრექსიტის გამო აღელვების დონეს“, მათ შორის „ოდნავ აღელვებულიდან“ „საკმაოდ აღელვებულამდე“ და „პანიკაში ვარ“. ამის შემდე სერვისი ქმნის შეკვეთის პაკეტს, რათა მომხმარებელი აუცილებელი სურსათისა და სასმელების მოცულობით უზრუნველყოს ერთი კვირიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – მისი შეშფოთების დონის შესაბამისად.


ერთი კვირის მარაგი მომხმარებელს 111 ფუნტი ($143) დაუჯდება, 1 თვის მარაგი – 459 ფუნტი ($595), ხოლო 3 თვის – 1415 ფუნტი სტერლინგი ($1800).


იმ მომხმარებლის შეკვეთის პაკეტში, რომელიც პანიკაშია. 31 ბოთლი ვისკი, არაყი, ღვინო და აბსენტი შედის. საიტის ავტორების მტკიცებით, ალკოჰოლი აუცილებელია ქაოტური ბრექსიტის შემთხვევისთვის მოსალოდნელ სტრესთან საბრძოლველად.


საიტის ავტორები აცხადებენ, რომ არ ეწევიან მაღაზიათა რომელიმე ქსელის რეკლამას და არც ბრექსიტის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა ჯგუფებთან დაკავშირებულ კომპანიებს არეკლამებენ.


მსგავს თემაზე:

ტერეზა მეი ევროკავშირისგან „ბრექსიტის“ საკითხზე მოლაპარაკებებში დათმობებს მოითხოვს


ევროკავშირმა და ლონდონმა „ბრექსიტის“ საკითხში პროგრესს ვერ მიაღწიეს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი