• Ƀ/$

იმ ქუჩების რაოდენობა სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება გაიზრდება

23 იანვარი 15:13, 2019 წელი | ეკონომიკა

იმ ქუჩების რიცხვი რომლებზეც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება შესაძლოა გაიზარდოს. ინიციატივა თბილისის მერმა კახა კალაძემ 23 იანვრის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყონ მუშაობა დამატებითი ქუჩების განსასაზღვრად, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ." აღნიშნა კახა კალაძემ.


მერმა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს ქუჩების შერჩევა და ინფრასტრუქტურის მომზადება დაავალა.


კახა კალაძემ ახალი ავტობუსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ MAN-ის ახალი ავტობუსები თბილისში თებერვლიდან გამოჩნდება.


მსგავს თემაზე:

2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


თბილისის მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება


რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება


გარე განათებები LED სანათურებით მთელი თბილისის მასშტაბით ჩანაცვლდება



სხვა სიახლეები