• Ƀ/$

საგარეჯოში ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის საწარმო აშენდება

23 იანვარი 18:32 | ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1 მლნ-ს აღემატება.

საწარმო უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით იქნება აღწურვილი, რაც პროდუქციის მაღალ ტექნოლოგიურ დამუშავებას უზრუნველყოფს და ამავდროულად პროდუქცია ყველა ბუნებრივ და  სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. საწარმო წელიწადში სულ მცირე  120 ტონა პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს  და მზა პროუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე მოახდენს.


 ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადასცა.


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი  შეიქმნება.


მსგავს თემაზე:

ნაწრთობი მინის საწარმო თბილისში გაიხსნება


ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება



სხვა სიახლეები