• Ƀ/$

ხუან გუადიო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად ვაშინგტონის შემდეგ თბილისმაც აღიარა

24 იანვარი 10:00, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრაზილიის პრეზიდენტ ჯეირ ბოლონსაროს შემდეგ, ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუარდიო ტრამპმაც აღიარა. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი ოფიციალურმა თბილისმაც აღიარა.

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუაიდოს ქვეყნის მეთაურად აღიარებს. „ვენესუელის ხალხი თამამად გამოვიდა მადუროსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვა თავისუფლება და სამართლიანობა“, – ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაში.


ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად საქართველოს მიერ აღიარების შესახებ ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაწერა.


„მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ, საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – წერს ზალკალიანი.


კარაკასში მრავალათასიან მიტინგზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მიმართვალი გუაიდომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს თავის თავზე იღებს, რათა „საბოლოოდ მოუღოს ბოლო ხელისუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“.


ხუან გუაიდო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციამაც აღიარა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს აერთიანებს.


ნიკოლას მადურო ძალაუფლებას ჯერჯერობით ისევ ინარჩუნებს, თუმცა რამდენ ხანს გასტანს მისი ხელისუფლებაში ყოფნა, არავინ იცის. სხვა ქვეყნის ლიდერების გარდა მადუროს პარლამენტიც აუჯანყდა, არალეგიტიმურად გამოაცხადა და მის მოსაშორებლად სამხედრო ქმედებებიც გამართლებულად მიიჩნია. პარლამენტმა მსოფლიო თანამეგობრობას მადუროს ანგარიშების გაყინვა სთხოვა.


ნიკოლას მადურომ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის შიდა საქმეებში ერევა, რის გამოც ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


არჩევნები ვენესუელაში გასული წლის მაისში გაიმართა, სადაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მადურომ დამაჯერებლად გაიმარჯვა. დავრეტილ საპროტესტო აქციებს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იანაუგურაცია 7 თვის დაგვიანებით 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა და რადგან ცერემონიალზე დასასწრებად ვერც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერი ვერ დაითანხმა საგანგებო მიწვევაოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს თიბილოვს გაუგზავნა. ინაუგურაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი თიბილოვიც დაესწრო, თუმცა შესაძლოა ეს მათი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი აღმოჩნდეს კარაკასში.  გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი მარტში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყბელთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ უგო ჩავესის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება შეცდომა იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.


ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევის გარდა ქვეყნის ეკონომიკაც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ინფლაციამ მხოლოდ 2018 წელს 1 700 000%-ს მიაღწია, 2012 წლიდან მოყოლებული კი 785 000 000%-ს. აგვისტოში განხორციელებულმა დენომინაციამ, რა დროსაც ბოლივარს 5 ნული ჩამოშორდა შედეგი ვერ გამოიღო, მართალია მინიმალური ხელფასი ერთ დღეში 300%-ით 18 000 ბოლივარამდე გაიზარდა, მაგრამ ის მხოლოდ 7 დოლარია და ყოველდღიურად მცირდება. კრახით დასრულდა კრიპტოვალუტის ამოქმედების მცდელობაც.


ვენესუელა ერთ-ერთია იმ 5 სახელმწიფოდან რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოკიდებლობა აღიარა. 2013 წელს ვანუატუმ და 2014 წელს ტუვალუმ აღიარება უკან წაიღო, შესაძლოა შემდეგი ვენესუელა გახდეს.


მსგავს თემაზე:

ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 300%-ით იზრდება


ვენესუელაში კრიზისი გრძელდება, მადურო შესაძლოა გუადიომ ჩაანაცვლოს



სხვა სიახლეები