• Ƀ/$

საქართველოში ალტერნატიული ენერგიით დაინტერესება იზრდება

24 იანვარი 17:21 | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა.


პრემიერი ინვესტორს ასევე ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდიდარ ჰიდრორესურსებზე, საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადეებზე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე, ასევე - თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია.


საუბრისას აღინიშნა, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აუთვისებელი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური განვითარება.


შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირეის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.


ACCIONA ინფრასტრუქტურული  პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2018 წელს მან 84.2 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა  ქარის ელექტროსადგურის წილი მთელს გენერაციაში ამ ეტაპზე 0.8%-ს არ აღემატება თუმცა განიხილება დამატებით ახალი სადგურების აგებაც. ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალის დადგმური სიმძლავრე 1.5 გიგავატს, გამომუშავება კი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. კიდევ უფრო დიდია მზის ენერგიის პოტენციალი, თუმცა ცალკეული საპილოტე პროექტების გარდა, ჯამური გამომუშავებით 1 მლნ კვტ/სთ-ზე ნაკლები, საქართველოში თუნდაც მცირე ზომის მზის ელექტროსადგური ამ დრომდე არ არსებობს.


რაც შეეხება მსოფლიო მაჩვენებელ 2017 წელს ქარის დადგმულმა სიმძლავრემ 539, ხოლო მზის ენერგიისამ 402 გიგავატი შეადგინა. აღსანისნავია, რომ მზის ენერგიის წილი უფრო დიდი სისწრაფით იზრდება. მისი პოტენციალი უსაზღვროდ დიდია. 1 წამში დედამიწამდე იმაზე მეტი ენერგია მოდის ვიდრე კაცობრიობა მთელი წლის მანძილზე მოიხმარს. ეს მაშინ როცა დედამიწამდე მზის ენერგიის მემილიარდედზე ნაკლები აღწევს. 


მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


გორის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა



სხვა სიახლეები