• Ƀ/$

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს

24 იანვარი 18:11 | ეკონომიკა

ანაკლია სითიმ “ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) განვითარების გეგმის“ კვლევა დაასრულა, კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს. 

პროექტი ასევე ითვალისწინებს 475 ჰა მიწის ათვისებას და 16 000 ადამიანის დასაქმებას.


ინფორმაციას ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, კვლევამ ასევე აჩვენა ის პრიორიტეტული დარგები და მიმართულებები, რომელთათვისაც ანაკლიის სეზ-ი განსაკუთრებით ეფექტური იქნება: ლოგისტიკა/სადისტრიბუციო, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალა, კოსმეტიკა, ავტონაწილები, ფარმაცეფტიკა და სხვა.


პორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა ოპერირებას პორტთან ერთად დაიწყებს და პირველად საქმიანობად პორტის ტვირთების მომსახურებასა და სხვა ლოგისტიკურ საქმიანობებს გეგმავს.


„2019 წელს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა აქტიურად იმუშავებს იურიდიული ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც მორგებული იქნება კერძო სექტორის ინტერესებზე და მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის, რათა შეძლოს, კონკურენცია გაუწიოს სხვა წარმატებულ ეკონნომიკურ ზონებს.„ანაკლია სითი“ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ფაზების მიხედვით გეგმავს. პირველი ფაზა მოიცავს მომდევნო 9 წელს, რომლის ფარგლებშიც ათვისებული იქნება 100 ჰა მიწა, დასაქმდება 2700 ადამიანი და მოზიდული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 190 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის კონსორციუმი “საუკუნის პროექტის“ პირველი წლის ანგარიშს აქვეყნებს


ანაკლიის პორტში გიგანტური ამწეები დამონტაჟდება


ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მლნ გამოიყო



სხვა სიახლეები