• Ƀ/$

Harley Davidson ელექტრო მოტოციკლეტს გამოუშვებს

26 იანვარი 14:00 | ტექნოლოგიები

ნებისმიერი ტიპის ელექტრო ტრანსპორტის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ სპორტული მიმართულება დღეისთვის შედარებით სუსტ წერტილად რჩება. Harley Davidson-მა ამ ხარვეზის გამოსწორება განიზრახა.

Harley Davidson 116 წლის წინ შეერთებულ შტატებში დაარსდა. ის მოტოციკლეტებს აწარმოებს, რომლებსაც ექსტრემის მოყვარულები დიდად აფასებენ. 2017 წელს კომპანიამ 241 000 მოტოციკლეტის რეალიზება შეძლო შემოსავალმა $5.6 მლრდ-ს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი $520 მლნ-ს.  


წლის დასაწყისში კომპანიამ ეკო მიმართულების ხაზის გახსნა სცადა, რამდენად წარმატებით დასრულდება ეს მცდელობა აგვისტოს შემდეგ გაირკვევა. Davidson-ის ელექტრო მოტოციკლეტი გასაყიდად სწორედ აგვისტოში უნდა გამოციდეს. ფასი $29 700.


0-დან 100 კმ/სთ-მდე მოტოციკლეტი 3.5 წამში უნდა აჩქარდეს, სრულად დამუხტული ბატარიის წარმადობა კი 180 კმ-ს შეადგენს, ოღონდ არა რბოლის რეჟიმის დროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე ამ დრომდე უცნობია.


ელექტრო მოტოციკლეტები და სკუტერები ადრეც გამოუშვიათ, თუმცა სახელი Harley Davidson მაინც სიახლეა.


ელექტრო ტრანსპორტში სპორტული მიმართულებასიახლე არ არის, მას უბრალოდ ტემმპით ელექტრომობილებმა და ელექტროავტობუსებმა გაასწრეს. Davidson-ის ელექტრო მოტოციკლეტამდე 5 წლით ადრე 2014 წელს FORMULA E-მ აიღო სტარტი და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. 2020 წელს ტესლა ROADSTER-ის წარდგენას აპირებს, რომელმაც 0-დან 100 კმ/სთ 1.9 წამში უნდა განავითაროს და მაქსიმალურ 400 კმ/სთ-ს მიაღწიოს, ფასი კი მასკის ცნობით მხოლოდ $200 000 იქნება, რაც 1500 ცხენისძალიან Bugatti chiron-ზე 15-ჯერ ნაკლებია, რომელსაც 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 2.4 წამი სჭირდება. მითი, რომ ელექტრომობილი, მოუხერხებელი, არაკომფორტული და ნელი ტრანსპორტია უკვე წარსულში დარჩა, მისი გაყიდვები და კონკურენტუნარიანობა კი დღითი-დღე უმჯობესდება.



მსგავს თემაზე:

ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება


ახალი რეკორდი - ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა


Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ



სხვა სიახლეები