• Ƀ/$

ლიეტუვა და უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგ

25 იანვარი 10:21 | ეკონომიკა

ლიეტუვა და უკრაინა გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობის საკითხზე.

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს, 25 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგიას ყოველთვის ზეწოლის საშუალებად და თავისი გავლენების გაფართოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.


„ამიტომ, ჩვენ გვაოცებს ის ფაქტი, რომ პროექტი გერმანიაში ასეთ დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს. ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური დამოკიდებულების გაძლიერებაც“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.


„გერმანიის პოზიცია პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს“


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა აღნიშნა, რომ გაზის ტრანზიტი რუსეთში ყოველთვის პოლიტიკური საკითხი იყო და ასეთი ტრანზიტის მიზანშეწონილობა ეკონომიკურ გათვლებს არასოდეს ემყარებოდა.


მისივე თქმით, ახალი გაზსადენის მშენებლობისადმი გერმანიის დამოკიდებულება მოლაპარაკებების პროცესს ართულებს და პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.


„რაც უფრო სწრაფად შეიცვლის გერმანია პოზიციას, მით უკეთესი იქნება საერთოევროპული ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა კლიმკინმა DPA-სთან ინტერვიუში.


გაზსადენი „ჩრიდლოეთ ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპირობენ გერმანიამდე შენდება.


მსგავს თემაზე:

უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერების იმედი ეწურება


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ შესაძლოა ამერიკულ სანქციებს დაექვემდებაროს


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბუნდოვანი ბიუჯეტი


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გამო აშშ გერმანულ ფირმებს სანქციებით დაემუქრა


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით გერმანია აშშ–ის შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი