• Ƀ/$

ვენესუელის კრიზისი ნავთობს აძვირებს

25 იანვარი 10:31, 2019 წელი | ეკონომიკა

ვენესუელიდან ნედლეულის მიწოდების შემცირების რისკების გამო მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი იზრდება.

Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 1,23%–ით გაიზარდა და ბარელზე $61,83 ფიქსირდება.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, მარტში მიწოდების პირობით, 1,36%–ით არის გაზრდილი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე და ერთი ბარელი $53,85 ღირს.


სხვა სიახლეები