• Ƀ/$

აშშ-ის სენატში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემაჩერებელი რეზოლუციის პროექტი შევიდა

25 იანვარი 14:16 | ეკონომიკა

ამერიკის სენატში რეზოლუციის პროექტი შეიტანეს, რომელიც უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების გაზრდას და რუსული გაზსადენის „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“ მშენებელობის ჩერებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ–ის საელჩოს პრეს–სამსახური ავრცელებს.


დოკუმენტს ხელს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 70-მდე სენატორი აწერს.


კერძოდ, დოკუმენტში სენატორები მხარს უჭერენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიას გმობს და მოუწოდებენ აშშ-ის ხელისუფლებას ევროპის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა შეაჩეროს.


„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის ხელისუფლების პოლიტიკის უშუალო შედეგი და ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე რუსეთი ქმედებებს არ შეცვლის“, - აღნიშნავენ საელჩოში.


მანამდე, პარასკევს, 25 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და უკრაინის საგარერო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ.


გაზსადენი „ჩრიდლოეთ ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპირობენ გერმანიამდე შენდება. კრემლის გეგმის თანახმად, პროექტი 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


მსგავს თემაზე:

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბუნდოვანი ბიუჯეტი


ბერლინმა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გამო მეზობლების წინაშე წარმოქმნილი საფრთხეები უნდა გაითვალისწინოს


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით გერმანია აშშ–ის შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს


ლიეტუვა და უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგ



სხვა სიახლეები