• Ƀ/$

დეპოზიტების მოცულობა 23 მლრდ-მდე გაიზარდა

25 იანვარი 14:26 | ფინანსები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი იანვრისათვის 23.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლრდ ლარით, ანუ 4.7 %-ით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 126.2 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით შემცირდა ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.2 მლრდ ლარით, ანუ 13.8 პროცენტით გაიზარდა.


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.90 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.77 პროცენტული პუნქტით).


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.3 პროცენტი შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ეროვნულმა ბანკმა ბრუნვიდან $15 მლნ ამოიღო



სხვა სიახლეები