• Ƀ/$

დაკრედიტების მოცულობამ 26.6 მლრდ-ს მიაღწია

25 იანვარი 14:45 | ფინანსები

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 480.3 მლნ ლარით - 1.8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 26.6 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159.3 მლნ ლარით - 1.4%-ით ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321.0 მლნ ლარით - 2.2%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.9 პროცენტით მეტი).


მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.96 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).


მსგავს თემაზე:

დეპოზიტების მოცულობა 23 მლრდ-მდე გაიზარდა



სხვა სიახლეები