• Ƀ/$

საბანკო აქტივების მოცულობა 1.3 მლრდ-ით გაიზარდა

25 იანვარი 15:14 | ფინანსები

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების მოცულობამ 2019 წლის პირველი იანვრისათვის 39.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2018 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელს 1.3 მლრდ ლარით - 3.4%-ით აღემატება.

საქართველოში 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.


სხვა სიახლეები