• Ƀ/$

ვენესუელაში ვითარება მწვავდება, გუადიოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება

26 იანვარი 17:49, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელაში ვითარება სულ უფრო იძაბება. კარაკასში უკვე გამოჩნდა რუსული დაქირავებული არმიის „ვაგნერის“ შენაერთები. იმ სახელმწიფოთა რიცხვი კი რომლებიც დროებით პრეზიდენტად ხუან გუადიოს აღიარებენ მხოლოდ იზრდება. 

„ვაგნერის“ გაგზავნით პუტინი ერთგვარ ვაბანკზე მიდის. ოფიციალურად კერძო არმია, სინამდვილეში კი რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული ქვედანაყოფი არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინასა და სირიაშიც იბრძოდა და თავი სისასტიკით გამოიჩინა. გასულ წელს სირიაში ამ არმიამ აშშ-ისგან მწარე დარტყმაც იგემა, დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. არაოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის ვენესუელაში 400-მდე ვაგნერის ჯარისკაცი იმყოფება. მოსახელობა დაშლას არ აპირებს. 23 იანვრის შემდეგ მოკლულთა რაოდენობამ 26-ს, დაკავებულთა რაოდენობამ კი 500-ს გადააჭარბა.


აშშ-ის, კანადის და კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობის შემდეგ გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვეს კანონიერ დროებით პრეზიდენტად ხუან გუადიო ცნონ იმ შემთხვევაში თუ მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ბრიტანეთმას მადუროს ოქროს ზოდების დაბრუნებაზე განუცხადა უარი. საქართველომ გუადიო ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. მისი გამარჯვების შემთხვევაში უდიდესი ალბათობით კარაკასი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას უკან წაიღებს. სხვა რომ არაფერი გაღატაკებულ ქვეყანას აშშ-ის დახმარება სჭირდება, რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე ვერ მიიღებს.


არმია ჯერჯერობით მადუროს მხარეზე რჩება. სამხედრო მაღალჩინოსნები იმ უმცირესობაში შედიან, რომელთაც ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაცია არ შეხებიათ. მათი ხელფასები სისტემეტურად იზრდება და ხელფასის გარდა ასევე წილები აქვთ ნავთობის ბიზნესშიც.


აშშ-ის ყველაზე რადიკალური ნაბიჯი პირდაპირი ინტერვენცია იქნება, თუმცა არსებობს სხვა გზებიც რაც სანციების გაფართოებას გულისხმობს, რათა ვენესუელის ნავთობის ყიდვა ვეღარავინ შეძლოს.


ნავთობის მარაგებით ყველაზე მდიდარ ქვეყანას დიქტატურასთან ერთად სიღატაკე და ჰიპერინფლაციაც ახრჩობს. ბოლო 6 წელიწადში სამომხმარებლო ფასები 7.8 მლნ-ჯერ გაიზარდა, კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება და სისტემური ცვლილებების გარეშე მისი გამოსწორების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს.


მსგავს თემაზე:

1 700 000%-იანი ინფლაცია - ვენესუელა საკუთარ რეკორდს ხსნის


ხუან გუადიო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად ვაშინგტონის შემდეგ თბილისმაც აღიარა


ვენესუელის კრიზისი ნავთობს აძვირებს



სხვა სიახლეები