• Ƀ/$

უმუშევრობა #1 პრობლემად დასახელდა

28 იანვარი 11:36 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით გასული წლის 6-20 დეკემბერს ჩაატარა სულ გამოიკითხა 2205 რესპოდენტი. ორგანიზაციის ცნობით ცდომილება 2.1%-ს არ აღემატება. 

ყველაზე მნიშველოვან პრობლემად სამუშაო ადგილების უქონლობა დასახელდა - 51%, მეორე ადგილზე სიღარინეა 38%, მესამეზე კი ინფლაცია 37%, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში წლიური ინფლაციის განაკვეთი 1.5%-მდე შემცირდა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის ნახევარია. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვან საკითხა შორის გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა შეიყვანა, განათლება კი 12%-ით მერვე ადგილზე გავიდა.



იმავე  NDI-ს ცნობით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის აქტუალობა 2009-2011 წლებში 50-დან 30 პროცენტამდე შემცირდა და მას შემდეგ 40%-ს აღარ ასცილებია. უმუშევრობა კი ყოველთვის რჩებოდა #1 პრობლემად თუმცა ისიც თითქმის 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საგულისხმოა, რომ 2011-2017 წლებში უმუშევრობა 17.3%-დან 13.9%-მდე შემცირდა.



მსგავს თემაზე:

საშუალო ხელფასი 1125 ლარამდე გაიზარდა


სალომე ზურაბიშვილმა ხელფასზე უარი განაცხადა


სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულები უმუშევრებად ჩაითვლებიან



სხვა სიახლეები