• Ƀ/$

კრიპტოკაპიტალიზაცია წლის მინიმუმამდე შემცირდა

28 იანვარი 13:40 | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტების ფასები დავარდა და წლის მინიმუმამდე შემცირდა. ჯამური კაპიტალიზაცია ამჟამას $114 მლრდ-ს შეადგენს, რაც 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელს $10 მლრდ-ით, ხოლო 3 კვირის წინანდელს $24 მლრდ-ით ჩამორჩება. 

ბიტკოინი 3.5%-ით გაუფასურდა და მისი ღირებულება $3500-ს ჩამოსცდა. მისი კაპიტალიზაცია 3 კვირაში $10 მლრდ-ით $60 მლრდ-მდე შემცირდა. რიპლი უფრო მეტად 29 ცენტამდე 5.5%-ით გაუფასურდა. ეთერიუმმა ღირებულების 7.3% დაკარგა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო რამდენიმე თვეა რიპლი და ეთერიუმი ერთმანეთს მეორე ადგილს ეცილებიან და ამჟამადაც კაპიტალიზაციაში სხვაობა $1 მლრდ-ზე ნაკლებია.


მათ გარდა ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, ტრონი, სტელერი, იოტა, კარდანო, დეში, ნეო, ზიქეში და სხვა ციფრული ვალუტის უმრავლესობა ბოლო 24 საათში 5-10 პროცენტის ფარგლებსი გაუფასურდა.


კრიპტოკაპიტალიზაცია ზუსტად 1 წლის წინ $584 მლრდ-ს აღწევდა, 15 დეკემბერს ის $100 მლრდ-მდე შემცირდა, შემდეგ 38%-ით გაიზარდა, მაგრამ ბოლოს ისევ კლების მიმართულებით შეიცვალა.


სხვა სიახლეები