• Ƀ/$

N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა

28 იანვარი 17:15 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს განათლების, სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, N61-ე საჯარო სკოლაში 77.76კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტჟდა. 

საპროექტო და სამოტაჟო სამუშაოები კომპანია „მზის სახლმა“განახორციელა. პანელები 28 იანვარს განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა დაათვალიერეს.


სკოლის შენობის სახურავზე დამონტაჟებული მაღალი ხარისხის ფოტოელექტრო ენერგიის გენერაციის დანადგარების პროექტირება და მონტაჟი მოხდა ევროკავშირში არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. მათი ექსპლუატაციის ვადა 25 წელს აღემატება. მზის ფოტოელქტრო სისტემა წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს, რომელის ექსპლუატაცია არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს. მზის პანელები მდგრადია ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ. პანელები მზის სხივურ ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად, ხოლო ნეტო აღრიცხვის გამოყენებით, ხდება გამომუშაბეული ენერგიის ცენტრალურ ელექტროქსელში მიწოდება და აღრიცხვა.


სადგურის მეშევობით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება.


ენერგოდაზოგვისა და ეკოლოგიური ეფექტის გარდა, მზის ენერგიის გამოყენება სკოლაში საგანმანათლებლო ფუნქციასაც ატარებს. ფიზიკის კაბინეტში განთავსებული მონიტორის საშუალებით ტარდება გაკვეთილები, რომლის დროსაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში ნახონ მომუშავე მზის ფოტოელექტრო სისტემა და თავადვე დააკვირდნენ სადგურის ფუნქციონირებას.


საქართველოში მზის ელექტროსადგური დიდი პოტენციალის მიუხედავად ამ დრომდე არ არსებობს, მცირე ზომის სისტემები კი ილიას უნივერსიტეტის ეზოსი და თბილისის აეროპორტსია განთავსებული. 


მსგავს თემაზე:

საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება



სხვა სიახლეები