• Ƀ/$

აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება

2 თებერვალი 11:00 | ტექნოლოგიები

ტრამპის მიერ პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების მიუხედავად, რომელიც ავტომატურად მთელ რიგ ვალდებულებებზე უარის თქმას ნისნავდა, აშშ-ში მზის და ქარის ენერგიის წარმოების ბუმია, რაც ნახშირის მოხმარებას ამცირებს. 

2018 წლის მონაცემებით აშშ-ში მზის ენერგიის დაგმულმა სიმძლავრემ 50 გიგავატს გადააჭარბა, რამაც 85.4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება გახადა შესაძლებელი. ეს საქართველოს ჯამურ წარმოებას 7-ჯერ აღემატება (მოხმარებას 6.78-ჯერ) და შტატების მოხმარების 2%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ჩინეთს ჩამოივარდება. 2019 წელს მოსალოდნელია მზის ენერგიის მოხმარების 10%-იანი,  2020 წელს კი 17%-იანი ზრდა.



ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აშშ-ში მზისას 3.5-ჯერ აღემატება, 2019-2020 წლებში შესაბამისად მისი 12 და 14 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც ის ჰიდროწარმოებას გადაუსწრებს და მეოთხე ადგილს დაიკავებს ბუნებრივი გაზის, ნახშირისა და ბირთული საწვავის შემდეგ. 2020 წელს აშშ-ში მზისა და ქარის მიერ ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწევს. უკვე დღეს ამ 2 ენერგიის წაყაროსგან მიღებული ელექტროენერგია საქართველოს ჯამუ მოხმარებას 30.5-ჯერ, ხოლო გენერაციას 31.5-ჯერ აღემატება.



რაიმეს წილის გაზრდა ყოველთვის რაიმეს წილის შემცირების ხარჯზე ხდება. 2008 წლიდან 2018 წლამდე ნახშირის წილი ელექტროგენერაციაში 48-დან 28 პროცენტამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის შემდეგ. 2020 წელს მოსალოდნელია მისი 24%-მდე შემცირება. ტრადიციული საწვავიდან ნახშირი გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს და მისი მოხმარების შემცირებამ ეკოლოგიაზე დადებითი გავლენა უნდა იქონიოს. ასეთი მასშტაბური კლება მხოლოდ მზის და ქარის ენერგიის გენერაციის ზრდას არ გამოუწვევია. იმავე პერიოდში გაიზარდა ბიოსწავავვისა და გეოთერმული ენერგიის მოხმარება, ასევ საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბუნებრივი აირის მხრივაც, რაც ფიქალის გაზის დამსახურებაა.



ტრამპს რეგულაციები და ვალდებულებები სრულად არ გაუუქმებია, ამის მიუხედავად მათი შემცირების ფონზე განახლებადი ენერგიის წილი მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ განახლებად ენერგიასი იბვესტირება უფრო მომგებიანი გახდა, ეს კი უახლოეს მომავალში უფრო დიდი ზრდის გარანტიას იძლევა.


ქარის და მითუმეტეს მზის ენერგიის პოტენციალი მოხმარების დღევანდელ მასშტაბებთან შედარებით უსაზღვროა. დედამიწამდე მზის ენრგიის მემილიარდედზე ნეკლები მოდის, მაგრამ 1 წამში მოსული ენერგიის ეს უმცირესი ნაწილიც კი მსოფლიოს წლიურ მოხმარებას აღემატება.


მსგავს თემაზე:

265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა


FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


გორის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა



სხვა სიახლეები