• Ƀ/$

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 30 მლნ ლარი ისესხა

29 იანვარი 13:42 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების 29 იანვრის აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  37 875 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.51 პროცენტით, მაქსიმალური 7.55 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.54 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები