• Ƀ/$

სახელმწიფო ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს

29 იანვარი 16:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ანაკლიის პორტის აშენება და განვითარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესია - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ერთობლივად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მისი წარმატება. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ დავეხმარეთ ინვესტორს და გადავავადეთ ის დრო, რაც დაწესებული იყო ფინანსური ხელშეკრულებების უზრუნველყოფისთვის. კონკრეტული პირობების შეთანხმებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენების და პორტამდე მიყვანის ნაწილში, ყველა სამუშაო აუცილებლად შესრულდება.


„სამწუხაროდ, ჩავარდა გზის პროექტირების ტენდერი, თუმცა მალე გამოვაცხადებთ კონკურსს უფრო მოქნილი პირობებით... მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინვესტორთან ერთად  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი მთლიანობაში წარმატებით განხორციელდეს“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მლნ გამოიყო


ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი