• Ƀ/$

ვაშინგტონმა ვენესუელის საბანკო ანგარიშები ოპოზიციას გადასცა

29 იანვარი 18:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ვაშინგტონმა აშშ–ში კარაკასის საბანკო ანგარიშებზე წვდომა მისცა.

ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.


„აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 25 იანვარს დაადასტურა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს უფლება, მიიღოს და გააკონტროლოს ვენესუელის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის გარკვეული ქონება და საბანკო ანგარიშები, რომლებიც ფედრეზერვსა და სხვა საბანკო ინსტიტუტებში ინახება“, – ნათქვამია განცხადებაში.


ვაშინგტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარონ.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანი უარყოფს ინფორმაციას ვენესუელისთვის $500 მლნ–იანი კრედიტის მიცემის შესახებ


ვენესუელაში ვითარება მწვავდება, გუადიოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება


ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესდა



სხვა სიახლეები