• Ƀ/$

მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი

2 თებერვალი 14:00 | ტექნოლოგიები

უდიდესი კომპანიები, კაპიტალიზაციასთან, აქტივების მოცულობასთან, შემოსავალთან და წმინდა მოგებასთან ერთად ბრენდის ღირებულებითაც იზომებიან, რომელიც ზოგ შემთხვევაში 12 ნიშნა რიცხვს აღწევს.

AMAZON. პირველ ადგილს $151 მლრდ-იანი ღირებულებით ონლაინ საცალო გაყიდვების ლიდერი და ამჟამად კაპიტალიზაციით #1 კომპმანია AMAZON იკავებს. მან გასულ წელთან შედარებით წინ მთელი 4 საფეხურით წაიწია, რისთვისაც 112%-იანი ზრდა დასჭირდა. გასულ წელს ბრენდი ამაზონი მხოლოდ $71 მლრდ ღირდა. 2018 წლის 1 იანვრიდან 4 სექტემბრამდე მისი კაპიტალიზაცია $582 მლრდ-დან $1 ტრლნ-მდე გაიზარდა და შემდეგ ისევ შემცირდა. ამჟამად $780 მლრდ-ით ის პირველ ადგილს იკავებს. თუმცა მასთან ძალიან ახლოსაა Microsoft, google და apple.



APPLE. გასული წლის ლიდერი კომპნია - apple მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. მან არამარტო სტატუსი კარპიტალიზაციის 33% - $380 მლრდ დაკარგა. ბრენდი apple ამჟამად $146 მლრდ-აა შეფასებული რაც გასული წლის მაჩვენებელს $36 მლრდ-ით ჩამოუვარდება. მისი პროდუქცია კონკურენტებზე ყოველთვის ძვირია, მაგრამ ერთგული მომხმარებელი ვაშლის ლოგოეიან ბრენდზე უარს მაინც ვერ ამბობს.



GOOGLE. კიდევ ერთი კომპანია რომლის, მხოლოდ ბრენდის ღირებლება $100 მლრდ-ს აღემატება საძიებო სისტემის გიგანტი Google-ა. ბრენდი Google $121 მლრდ-ს არის შეფასებული, რაც თავისთავად ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მაინც 10%-ითაა შემცირებული. ეფლისგან და ამაზონისგან განსხვავებით გუგლის წილი ბაზარზე გარჩევით დიდია და 80%-ს აღწევს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლისგან ხშირად ექმნება პრობლემები, თუმცა ეს მის ღირებულებაზე და შესაზლებლობებზე დიდად არ აისახება.



SAMSUNG. SAMSUNG, კორეული კომპანია, რომელიც სმარტფონებისა და ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის 20%-ზე მეტს ფლობს, რეიტინგში $92 მლრდ-იანი მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებს. სმარტფონების ბაზარზე Apple-სთან და განსაკუთრებით ჩინურ მწარმოებლებთან ჭიდილში მისი წილი ბოლო 5 წელიწადში 32-დან 21 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა მყარ პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებს, რასაც მისი ინოვაციურობა და ხარისხი განაპირობებს. SAMSUNG ხუთეულში შემავალი ერთადერთი არაამერიკული კომპანიაა. 1 წლის განმავლობაში მან ყველაზე დიდი 96%-იანი ზრდა აჩვენა.



FACEBOOK. ხუთეულს $89 მლრდ-ით facebook ასრულებს. მისი მდგომარეობა 1 პოზიციით გაუარესდა, მაგრამ იმ სკანდალების კასკადის ფონზე რაც ამ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს დაატყდა თავს 1 პოზიციით ჩამოქვეითება და $6 მლრდ-ს დაკარგვა გამართლება უფროა ვიდრე ტრაგედია.



მთლიანობაში 5 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ბრენდის ღირებულება $600 მლრდ-ს აღწევს, რაც პაკისტანის, ბანგლადეშისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯამურ მშპ-ს აღემატება. ამ სამ სახელმწიფოში კი მთლიანობაში 450 მლნ ადამიანი პლანეტის მოსახლეობის 5.9% ცხოვრობს.


მსგავს თემაზე:

FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის


საქართველო და Amazon კომერციული საიდუმლოს გაუმჟღავნებლობაზე შეთანხმდებიან


Google $1 მლრდ-იან ოფისს აშენებს


SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა


Apple-ს შეფმა iPhone–ის ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო



სხვა სიახლეები