• Ƀ/$

ვენესუელისთვის დაწესებული სანქციები ნავთობს აძვირებს

30 იანვარი 10:51, 2019 წელი | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე იზრდება. ინვესტორები ვენესუელის ნავთობკომპანიისთვის დაწესებულ სანქციებსა და აშშ–ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე რეაგირებენ.

Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დილიდან 0,52%–ით არის გაძვირებული და ბარელზე $61,64–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, მარტში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,36%–ით გაიზარდა და ბარელზე $53,5 ფიქსირდება.


სხვა სიახლეები