• Ƀ/$

Apple-ს შეფმა iPhone–ის ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო

30 იანვარი 14:29 | კომპანიები

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple iPhone–ის ზოგიერთ ფლაგმანურ მოდელზე ფასების დაწევას აპირებს. ფასების კლება iPhone–ის 12–წლიანი ისტორიის მანძილზე უკვე მეორედ ხდება.

საუბარია iPhone–ის ფასებზე ისეთ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.


ამის შესახებ Apple-ს ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა სააგენტო როიტერთან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, Apple ფასებს ადგილობრივ ვალუტებში დააკორექტირებს და გასული წლის ფასებს გაუთანაბრებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად კუკმა ამ ქვეყნების ბაზრების მაკროეკონომიკური შეფასება დაასახელა.


თუმცა, მას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში და როდიდან მოხდება ფასების დაწევა.


მანამდე სააგენტო როიტერი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყნების სიაში, რომელთა ვალუტები დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა, რუსეთი, თურქეთი და ბრაზილია მოიაზრებიან.


მსგავს თემაზე:

APPLE მხოლოდ ბრენდი $182 მლრდ ღირს


ტრამპმა APPLE-ს წარმოების აშშ-ში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა


APPLE-ის აპლიკაციები 40%-ით აჩქარდება


Apple-მა ტრილიონერის სტატუსი დაკარგა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი