• Ƀ/$

ვენესუელური ბოლივარი 1 წელიწადში 137 200 000%-ით გაუფასურდა

31 იანვარი 11:52 | ეკონომიკა

ვენესუელის ეროვნული ვალუტა - ბოლივარი ფაქტობრივი პრეზიდენტის ნიკოლას მადურს რეიტინგის ვარდნის ტემპით განაგრძობს გაუფასურებას. $1 ამჟამად 3295 ბოლივარი ღირს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელს 5.17-ჯერ აღემატება.

ვალუტის ასტრონომიული გაუფასურების გამო, გასული წლის აგვისტოში მადურომ დენომინაციაც მიმართა და ბოლივარს 5 ნული ჩამოაშორა. დენომინაციამ დენომინაციისთვის არ გაამართლა. აგვისტოდან მოყოლებული ბოლივარი 80-ჯერ ბოლო 1 წელიწადში კი 1 372 000-ჯერ, ანუ 137 200 000%-ით გაუფასურდა. თუმცა რომ არა დენომინაცია ახლა $1-ის ოფიციალური ღირებულება 329 000 000 ბოლივარი იქნებოდა.



2 კვირის წინ ვენესუელაში მინიმალური ხელფასი 300%-ით 18 000 ბოლივარამდე გაიზარდა იმ დროს ეს $7 იყო, ახლა $5.46, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური კურსით, რომელზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება. შავ ბაზარზე მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა და დოლარის ფასი ოფიციალურ კურსს უკეთეს შემთხვევაში 2-ჯერ, რეალურად კი 3-ჯერაც აღემატება.


2018 წელი ვენესუელამ 1.7 მლნ პროცენტიანი ინფლაციით დაასრულა, ეკონომისტებს ამ რიცხვშიც ეჭვი შეაქვთ და 10 მილიონ პროცენტიან ინფლაციაზე საუბრობენ. ქვეყნის პარლამენტმა და საზარგარეთის ქვეყნების ნაწილმა მათ შორის აშშ-მა და საქართველომ დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერ ხუან გუადიო აღიარეს. ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმი 2 თებერვალს იწურება, ვადამდელი არჩევნების არ დანიშვნის შემთხვევაში, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი პრეზიდენტად გუადიოს აღიარებს. ვაშინგტონმა მას უკვე მისცა სამთავრობო ანგარიშებზე წვდომის უფლება. 


მსგავს თემაზე:

ხუან გუადიო ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად ვაშინგტონის შემდეგ თბილისმაც აღიარა


ვენესუელაში ვითარება მწვავდება, გუადიოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება


ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესდა


ვაშინგტონმა ვენესუელის საბანკო ანგარიშები ოპოზიციას გადასცა


ვენესუელისთვის დაწესებული სანქციები ნავთობს აძვირებს



სხვა სიახლეები