• Ƀ/$

„ყაზტრანსგაზი“: კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

31 იანვარი 14:21, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში ნაპოვნია 7 გარდაცვლილი.

წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას.


 


სხვა სიახლეები