• Ƀ/$

აშშ რუსეთს აფრთხილებს, უარი თქვას ვენესუელიდან ოქროს და ნავთობის დატაცებაზე

1 თებერვალი 10:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ურჩევს, უარი თქვან კრიზისში მყოფი „ვენესუელიდან გნავთობისა და ოქროს დატაცებაზე“.

როიტერის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 31 იანვარს განუცხადა.


მანვე ვენესუელის არჩეული პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გააფრთხილა, რომ დაუშვებელია ოპოზიციის დაშინება და ასეთ ქმედებებს აუცილებლად მოყვება შედეგები.


მანამდე ვენესუელელმა დეპუტატმა ხოსე გერამ, რომელიც წარსულში ქვეყნის ცენტრალური ბანკის ეკონომისტი იყო, განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმს ქვეყნის ოქროს მარაგების ნაწილი რუსეთში გადააქვს, რაშიც რუსული ავიაკომპანიის Boeing 777-ს იყენებს.  Nordwind Airlines–ის თვითმფრინავი რამდენიმე დღის წინ მგზავრების გარეშე გადაფრინდა მოსკოვიდან კარაკასში. გუშინ აღნიშნული ბორტი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.


Bloomberg–ის წყაროების მტკიცებით, თვითმფრინავით კარაკასიდან მოსკოვში 20 ტ ოქრო გადაიტანეს.


მსგავს თემაზე:

მოსკოვი–კარაკასი–მოსკოვი – რა გაგზავნა მადურომ რუსეთში?



სხვა სიახლეები